ხშირად დასმული კითხვები
რას ნიშნავს სიტყვები: არა არს კაცი რომელი ცხონდეს და არა სცოდოს?
ადამი და ევას დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება შეიცვალა და მიდრეკილი გახდა ცოდვისაკენ, ამიტომაც ბრძანებს დავით მეფსალმუნე ”უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან”.<br />წმ. მამებიც გვასწავლიან რომ, ჩვენი დაცემული ბუნების მიდრეკილება ცოდვისაკენ გამოსწორდება მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს მადლით, ადამიანის მიერ გულის გაწმენდის სურვილით და შრომით.
აუცილებელია თუ არა წირვის მსვლელობის დროს მოწყალებაზე მოსული ადამინისათვის წყალობის გაღება?
საღვთო წირვის მსვლეობისას ადამინი ლოცვითაც უნდა მონაწილეობდეს მასში, ანუ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება, ამიტომაც ყოველივე ხმაური, ხმამაღალი საუბარი, აქეთ-იქით სიარული ამ დროს დაუშვებელია.

მოწყალებაზე მოსული ადამიანისათვის მოწყალების მიცემა უნდა ხდებოდეს ან ტაძარში წმ. წირვაზე შესვლამდე, ან მის შემდეგ, თუ არ არის სასიკვდილო საფრთხე ადამიანისათვის (უკიდურესად მშიერი, ან სასიკვდილოდ სნეული ადამინი).

რას ნიშნავს საღვთო?
X - საუკუნის იოანე ზოსიმესეულ სინურ კურთხევანში არის ლოცვა, რომელიც იკითხება საკლავად გამზადებულ ოთხფეხა პირუტყვზე. ეს შესაძლებელია იყოს ვაცი, ერკემალი, მოზვერი ან ხარი და სხვა. ზოგიერთი ამ ტრადიციას წარმართობას უკავშირებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ძველი აღთქმის მიხედვით წელიწადში რამოდენიმეჯერ იკვლებოდა საღვთო შესაწირავი (განწმენდისა, გამოსყიდვისა, მადლიერებისა და სხვა). უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმამ განწმინდა და გამოისყიდა კაცობრიობა ჯოჯოხეთიდან და ბოროტის ტყვეობიდან, აქედან გამომდინარე დღევანდელი საღვთო აღარ არის იმ მისტიური დატვირთვისა, რაც იყო ძველ აღთქმაში. ეს არის ადამიანის მიერ გაღებული მოწყალება უფლის სახელით. ადამიანი უფალს სწირავს იმას, რაც არის ძვირფასი და ღირებული, ამიტომაც საღვთო საკლავი ყოველთვის უნდა ყოფილიყო უნაკლო და საუკეთესო. დაკვლის შემდეგ იგი უნდა გაცემულიყო როგორც მოწყალება მღვდელმსახურებისათვის, ქვრივ-ობლებისათვის, ავადმყოფებისა და ღარიბ-ღატაკტათვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა ადამიანის მიერ საღვთოდ ჩაფიქრებულ საკლავს. აღვთო წირვის მსვლეობისას ადამინი ლოცვითაც უნდა მონაწილეობდეს მასში, ანუ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება, ამიტომაც ყოველივე ხმაური, ხმამაღალი საუბარი, აქეთ-იქით სიარული ამ დროს დაუშვებელია.

მოწყალებაზე მოსული ადამიანისათვის მოწყალების მიცემა უნდა ხდებოდეს ან ტაძარში წმ. წირვაზე შესვლამდე, ან მის შემდეგ, თუ არ არის სასიკვდილო საფრთხე ადამიანისათვის (უკიდურესად მშიერი, ან სასიკვდილოდ სნეული ადამინი).
ხატების კუთხის მოწყობისას ენიჭება თუ არა მნიშვნელობა მხარეს?
ხატების კუთხის მოწყობისას უპირატესობა ენიჭება აღმოსავლეთის მხარეს, თუ ამის საშუალება არ გვაქვს, შესაძლებელია ხატების კუთხე მოვაწყოთ სამხრეთით ან აღმოსავლეთით. დასავლეთით ხატების დაბრძანება შესაძლებელია, მაგრამ კუთხის მოწყობა არ არის მიზანშეწონილი.

რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება იკურთხოს სახლი?
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ის კურთხევით სახლი უნდა იკურთხოს ყოველწლიურად.
ოჯახის კეთილდღეობისათვის რომელ წმინდანს ევედრებიან?
ოჯახის კეთილდღეობისათვის ევედრებიან წმიდა მოწამეებს: აბიბოს, გურის და სამონს.
რას ნიშნავს ჯვრის ახსნა?
ჯვრის ახსნა არის მეუღლეთა განქორწინება საეკლესიო წესით. ჯვრის ახსნის უფლება აქვს მხოლოდ მღვდელმთავარს.
რას ითვალისწინებს საეკლესიო ტრადიცია ადამიანის გარდაცვალებისას?
მართლმადიდებელი ადამიანის გარდაცვალების პირველ დღესვე უნდა შესრულდეს პანაშვიდი, მიცვალებულის თავთან დავდგამთ მაგიდას, მაგიდაზე უნდა იყოს მაცხოვრის ან ღვთისმშობლის ხატი, შესაძლებელია დამატებით სხვა ხატიც, კანდელი, ხორბალი, ღვინო (ჭიქით), მარილი წყალი, სასანთლე სანთლის დასანთებად, შესაძლებელია საკმევლის დანთებაც.
რა შემთხვევაში ვანთებთ კანდელს?
კანდელი შეიძლება გვქონდეს ანთებული მუდმივად ხატების წინ, შეიძლება ავანთოთ ლოცვების დროს და აუცილებელია გვენთოს მიცვალებულთან.
გადანათვლა რა შემთხვევაშია შესაძლებელი?
ისეთი მცნება როგორიცაა გადანათვლა არ არსებობს. ერთ შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან ნათლობის ჩატარება, როდესაც ადამიანი იცვლის სჯულს და მასზე აღსრულდება ნათლისღების ჭეშმარიტი საიდუმლოება. სხვა შემთხვევაში ამ საიდუმლოების აღსრულება ერთიდაიგივე ადამიანზე შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ნათლობა შესრულებულია არასწორად ან არასრულყოფილად.
წირვისას სახარების კითხვის დროს აუცილებელია თუ არა სანთლის დანთება, ჩვენთვის მრევლისათვის?
სახარების კთხვისას ყველაზე მნიშვნელოვანია სიჩუმის დაცვა, რათა სახარების სიტყვები იყოს მოსმენილი ტაძარში მყოფების მიერ. სანთლის ანთება ამ დროს აუცილებლობას არ წარმოადგენს.
რა ევალებათ ნათლობისას ნათლიებს?
საეკლესიო კანონებით ნათლია არის დამმოწმებელი ადამიანის რწმენისა და მისი ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრების სურვილისა. ამას ის ამოწმებს ქრისტეს კრებულის ანუ ეკლესიის და მოძღვრის წინაშე. ნათლია იღებს ვალდებულებას, რომ ნათლობამდე ადამიანს ასწავლოს საღვთო მცნებანი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ყველაზე მნიშვნელოვანი დოგმატები, დაეხმაროს მას არასწორი ცხოვრების წესის გამოსწორებაში. ასეთივე მოვალეობა მას გააჩნია თავისი ნათლულის მიმართ ნათლობის შემდეგაც. საეკლესიო კანონებით მამაკაცს უნდა ყავდეს ნათლიად მამაკაცი, ხოლო ქალს - დედაკაცი.
რა ასაკში შეიძლება მოინათლოს ბავშვი?
ბავშვის ნათლობა საეკლესიო წესით დადგენილია მე-40 დღეს მაგრამ, ნათლობის ჩატარება შესაძლებელია ამ ვადამდეც ადრე.
რომელი ხატებია აუცილებელი ხატების კუთხის მოსაწყობად?
აუცილებეია მაცხივრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები.